პაკიაო არ გამოცხადდა ხუან მანუელ მარკესთან ბრძოლისშემდგომ პრესკონფერენციაზე, რადგან მეექვსე უმძიმეს ნოკაუტში აღმოჩნდა და გონს მოსასვლელად გარკვეული დრო დასჭირდა.
"მენის ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრამა და მისი შედეგები აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია, - განაცხადა ფილიპინელი მოკრივის მრჩეველმა მაიკლ კონცმა. - ჩვენ საავადმყოფოში დაახლოებით საათის განმავლობაში ვიყავით და მენი შესანიშნავ ხასიათზე იმყოფებოდა".
პაკიაოს წარმომადგენლის, ფრედ სტერნბერგის სიტყვებით, კლინიკის შემდეგ ფილიპინელი თავის ნომერში დაბრუნდა და ოჯახთან ერთად ივახშმა, რასაც მოჰყვა
"უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა ღმერთს იმისთვის, რომ შეგვინარჩუნა ჯანმრთელობა მე და ხუან მანუელ მარკესს, - წერია პაკიაოს ოფიციალურ განცხადებაში. - ასევე, ვულოცავ ხუან მანუელს. თავის გამართლებას არ ვეცდები.
ეს კარგი ბრძოლა იყო და მან დაიმსახურა გამარჯვება. ვფიქრობ, მაყურებელიც გამარჯვებული დარჩა. მინდა მათ ვუთხრა, რომ წესრიგში ვარ. ახლა დასვენება მჭირდება, შემდეგ კი ისევ დავბრუნდები რინგზე.
ჩემი მეუღლისა და მთელი ჩემი ოჯახის სახელით ყველას ბედნიერ შობასა და ახალ წელს ვუსურვებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"