35 წლის ამერიკელის მეტოქე იქნება პირველ საშუალო წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, 22 წლის მექსიკელი საულ ალვარესი. შეგახსენებთ, რომ თავად მეივეზერი ორი ვერსიით არის ჩემპიონი - ის პირველ საშუალო წონაში WBA-ს საჩემპიონო ქამარს ფლობს, აგრეთვე, ნახევრად საშუალო წონაშია WBC-ის ჩემპიონი.
შეფერმა ასევე განაცხადა, რომ ორივე მოკრივეს 14 სექტემბერსაც აქვს ბრძოლის გამართვა დაგეგმილი. ორივე თარიღი ყველაზე დიდ მექსიკურ დღესასწაულებს -
"ამ მომენტში მეივეზერისთვის მოწინააღმდეგის ძიებით ვარ დაკავებული, - ამბობს შეფერი. - გარდა ამისა, შევხვდი ალვარესს და მან მითხრა, რაც სურს.
ასე რომ, გავაგრძელებთ მუშაობას. არ შემიძლია გარკვეული დეტალების გამხელა. თითოეულისთვის რამდენიმე ვარიანტი გაგვაჩნია. სავარაუდოდ, ყველანაირი მოლაპარაკება წლის ბოლოსთვის ან იანვრის პირველი კვირისთვის დასრულდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"