მათგან რინგს ევროპის ჩემპიონატის შარშანდელი მესამეპრიზიორი ზაალ კვაჭატაძე შემორჩა. როგორც გაუწყეთ, მან მეოთხედფინალში ბულგარელი სიმეონ ჩანოვი დაამარცხა და, სულ მცირე, ბრინჯაო განაღდებული ჰქონდა.
ქართველი მოკრივე მიღწეულს არ დასჯერდა - 17 დეკემბერს, ნახევარფინალში, შვიდი ქულით (18:11) ბელორუსი პაველ კოსტრომინი დაამარცხა და ოქროსთვის პაექრობის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რუს არტიომ ზელენკოვსკის გაუწევს მეტოქეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"