შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში აზიელმა ნოკაუტით დაამარცხა ოთხ წონით კატეგორიაში ყოფილი ჩემპიონი, 33 წლის მექსიკელი ხორხე არსე.
დონერმა 2012 წელს ოთხი ბრძოლა ჩაატარა და ოთხივეში გაიმარჯვა. თებერვალში მან დაამარცხა ვილფრედო ვასკესი, ივლისში - ჯეფრი მატებული, ოქტომბერში - ტოშიაკი ნიშიოკა და დეკემბერში - არსე.
* * *
პრომოუტერული კომპანია Golden Boy Promotions-ის პრეზიდენტმა ოსკარ დე ჰოიამ განაცხადა, რომ ფილიპინელი მენი პაკიაოსთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება ოპტიმალური
"დაბრუნება ძალიან რთული იქნება, - ამბობს დე ლა ჰოია, რომელმაც 2008 წელს სწორედ პაკიაოსთან წაგების შემდეგ დაასრულა კარიერა. - ეს მილიონი დოლარის საკითხი იქნება. ყოველთვის იარსებებს ფსიქოლოგიური მომენტი: "გავუძლებ თუ არა?" ისტორია გვიჩვენებს, რომ დაბრუნება შეუძლებელია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"