პოლონელმა მოკრივემ დოპინგი აღიარა

AutoSharing Option
პოლონელმა სუპერმძიმეწონოსანმა მარიუშ ვახმა საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ მას დიდი ხანი აძლევდნენ დოპინგს, თუმცა არ იცის, მისი გარემოცვიდან კონკრეტულად ვინ იყო ამით დაკავებული.

ვახი აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში ვლადიმერ კლიჩკოსთან წაგებული ბრძოლის შემდეგ ამხილეს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან ამ აღიარების გაკეთება.

"დოპინგი დიდი ხანი ხვდებოდა ჩემს ორგანიზმში, - ამბობს პოლონელი. - სავარაუდოდ, ამის უკან მწვრთნელები იდგნენ, თუმცა კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან ბრძოლებისთვის ბევრი ადამიანი მამზადებდა. სანამ საკუთარ გამოძიებას არ ჩავატარებ, ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება".

* * *
ამასობაში სუპერმძიმე
წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი დევიდ ჰეი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მისი ბრძოლა WBC-ის ჩემპიონთან, უკრაინელ ვიტალი კლიჩკოსთან აუცილებლად გაიმართება.

"შეთანხმება მიღწეულია. მხოლოდ ის დარჩა გასარკვევი, სად და როდის გაიმართება ბრძოლა. გერმანია? დიახ, მოხარული ვიქნები იქ ბრძოლის გამართვით, მაგრამ, თუ რაიმე მიზეზით ზაფხულის ბოლომდე ეს შეხვედრა არ შედგება, ის აღარასოდეს ჩატარდება", - ამბობს ჰეი.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის ვიტალი კლიჩკო, რომელიც შარშან უკრაინის პარლამენტის წევრი გახდა, უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს - აგრძელებს თუ არა სპორტულ კარიერას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარიუშ ვახს დოპინგით ვლადიმერ კლიჩკოსთან უბრძოლია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული