მძღოლებმა პანამის ქალაქ ფერტიკაში იჩხუბეს, საღამოს კი მოკრივე პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ცხრა მილიმეტრი კალიბრის პისტოლეტი მანქანაში იპოვნეს, ამასთან, კონსეპსიონს მისი ტარების უფლება აღმოაჩნდა. არაფერს იტყობინებიან მოკრივის სავარაუდო სასჯელის შესახებ.
25 წლის პანამელი 50-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ერთ-ერთ უძლიერეს მოკრივედ მიიჩნევა. მან 23 ბრძოლა გამართა, 22-ჯერ გაიმარჯვა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"