ჩემპიონმა იარაღი ამოიღო

AutoSharing Option
პოლიციამ პანამელი მოკრივე ლუის კონსეპსიონი იარაღის გამოყენების მცდელობისთვის დააპატიმრა. მოკრივემ დიდი სიჩქარით გზა მოუჭრა გზა მანქანას, რომლის მძღოლმაც კინაღამ მართვა დაკარგა. ინციდენტის მონაწილეებს შორის ჩხუბი ატყდა და კონსეპსიონი მძღოლს იარაღით დაემუქრა.

მძღოლებმა პანამის ქალაქ ფერტიკაში იჩხუბეს, საღამოს კი მოკრივე პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ცხრა მილიმეტრი კალიბრის პისტოლეტი მანქანაში იპოვნეს, ამასთან, კონსეპსიონს მისი ტარების უფლება აღმოაჩნდა. არაფერს იტყობინებიან მოკრივის სავარაუდო სასჯელის შესახებ.

25 წლის პანამელი 50-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ერთ-ერთ უძლიერეს მოკრივედ მიიჩნევა. მან 23 ბრძოლა გამართა, 22-ჯერ გაიმარჯვა
(17-ჯერ - ნოკაუტით) და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. თანაც ეს წაგება კარიერის დასაწყისზე მოდის. დღეისთვის პანამელი WBA-ის ვერსიით მსოფლიოს "დროებითი" ჩემპიონის ტიტულს ფლობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული