მუჰამედ ალი სიკვდილის პირასაა

AutoSharing Option
უკვე დიდი ხანია, ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი მძიმე სენით (პარკინსონის დაავადება) არის ავად.

ბოლო დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ალი ვეღარ სცნობს ნათესავებს და საერთოდ ვერ ლაპარაკობს. მუჰამედის ძმის - რაჰმანის თქმით, ამჟამად კრივის ლეგენდა კრიტიკურ სიტუაციაშია. გარდა ამისა, რაჰმანმა დაადანაშაულა ალის მეუღლე ლონი იმაში, რომ ის არავის უშვებს მეუღლის ოთახში.

ამასთან, მოჰამედ ალის პრესმდივნის, ბობ გარნელის თქმით, ლეგენდა თავს კარგად გრძნობს და ის დაესწრო საღამოს, რომელიც სუპერბოულს მიეძღვნა.

"მუჰამედ ალი შესანიშნავად გამოიყურება; ყოველ შემთხვევაში, ასე იყო სუპერბოლის
საღამოზე, სადაც მე ის ბოლოს ვნახე"
, - ამბობს ბობ გარნელი USA Today-სთან კომენტარში.

აღვნიშნავთ, რომ მუჰამედ ალის უკვე 30 წელია, აწუხებს პარკინსონის დაავადება. მიუხედავად ამისა, მთელი ამ დროის განმავლობაში მოკრივე აქტიური მედიაპერსონა იყო და არცერთ დიდ სპორტულ ფორუმს არ აკლდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი თავისუფლების მედლით დააჯილდოვეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული