კლიჩკო ქურდთან იჩხუბებს

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში WBO-სა და IBF-ის ჩემპიონ ვლადიმერ კლიჩკოს მორიგი სატიტულო ბრძოლა 2010 წლის 11 დეკემბერს ელის. მისი მეტოქე ბრიტანელი დერეკ ჩისორა იქნება, მაგრამ ეს შეხვედრა შეიძლება არ შედგეს იმ მიზეზით, რომ ჩისორა ქურდობასა და ადამიანზე თავდასხმაშია ბრალდებული.

მოკრივემ უკვე აღიარა დანაშაული და ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრება. თუმცა ინტერნეტ-გამოცემა Fightnews წერს, რომ სავარაუდოდ ჩისორა თავიდან აიცილებს ციხეს (ბრიტანელს, შესაძლოა, ფულადი ჯარიმა აკმარონ) და შეძლებს კლიჩკოსთან საჩემპიონო ბრძოლის გამართვას.

ინციდენტი, რის გამოც ჩისორას ქურდობასა და ადამიანის თავდასხმაზე ბრალდება წაუყენეს, 2010 წლის 28 მაისს
მოხდა. ამასთან, არ აზუსტებენ, რა გადახდა თავს ბრიტანელ მოკრივეს.

კლიჩკოსა და ჩისორას ბრძოლა გერმანიის ქალაქ მანჰაიმში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული