ჩემპიონები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ქვეყნის ყველა რეგიონის 90 მოკრივე მონაწილეობდა, საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა და რიგ შემთხვევებში ფავორიტად მიჩნეული მოკრივეების მარცხით დასრულდა.
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ოქროსმედალოსნებით და სხვა გამორჩეული სპორტსმენებით ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც თებერვლის ბოლოს ბორჯომსა და ბაქოში გაივლის შეკრებებს. ბაქოშივე გუნდი საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.
ქართველ მოკრივეებს მაისის მიწურულს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ელით, მსოფლიო ჩემპიონატი კი ოქტომბერში ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ჩატარდება.
კრივში
49 კგ - დავით ნანავა (ფოთი)
52 კგ - ავთანდილ ჭუბაბრია (ფოთი)
56 კგ - გიორგი გოგატიშვილი (ფოთი)
60 კგ - გიორგი გელაშვილი (ქუთაისი)
64 კგ - ლევან შალამბერიძე (ქუთაისი)
69 კგ - ზაალ კვაჭატაძე (თბილისი)
75 კგ - გიორგი გიორგაძე (თბილისი)
81 კგ - რომან თავაძე (ქუთაისი)
91 კგ - ირაკლი გვენეტაძე (თბილისი)
+ 91 კგ - მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი)
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
msy.gov.ge