კრივში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
11-14 თებერვალს ძიუდოს აკადემიამ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა.

ჩემპიონები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ქვეყნის ყველა რეგიონის 90 მოკრივე მონაწილეობდა, საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა და რიგ შემთხვევებში ფავორიტად მიჩნეული მოკრივეების მარცხით დასრულდა.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ოქროსმედალოსნებით და სხვა გამორჩეული სპორტსმენებით ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც თებერვლის ბოლოს ბორჯომსა და ბაქოში გაივლის შეკრებებს. ბაქოშივე გუნდი საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

ქართველ მოკრივეებს მაისის მიწურულს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ელით, მსოფლიო ჩემპიონატი კი ოქტომბერში ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ჩატარდება.

კრივში
საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები:

49 კგ - დავით ნანავა (ფოთი)
52 კგ - ავთანდილ ჭუბაბრია (ფოთი)
56 კგ - გიორგი გოგატიშვილი (ფოთი)
60 კგ - გიორგი გელაშვილი (ქუთაისი)
64 კგ - ლევან შალამბერიძე (ქუთაისი)
69 კგ - ზაალ კვაჭატაძე (თბილისი)
75 კგ - გიორგი გიორგაძე (თბილისი)
81 კგ - რომან თავაძე (ქუთაისი)
91 კგ - ირაკლი გვენეტაძე (თბილისი)
+ 91 კგ - მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი)

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ალექსანდრე დოკვოადზემ სრული უპირატესობიტ კერდზოტ 15 ქულიტ მოიგო მაგრამ მსაჯების დაუდევრობიტ მოწინააგმდეგეს მისცეს სჰემდეგ გაირკვა მაგრამ იმ წუტის სიხარული მაინც სხვაა
ლალი
09:47 18-02-2013
0
ფავორიტად მიჩნეული მოკრივეების მარცხით კი არა, ბრძოლების წართმევით დასრულდა. ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ჩემპიონატი იყო ობიექტურობის მხრივ. სირცხვილია.
gulSematkivari
09:50 15-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული