ვალუევი WBC-ს ჩამოაშორეს

AutoSharing Option
მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) საკუთარი რეიტინგიდან ამოშალა რუსი მძიმეწონოსანი ნიკოლაი ვალუევი. მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ამ კლასიფიკაციაში მეხუთე ადგილს იკავებდა, მაგრამ იქიდან სამედიცინო მოსაზრებებით გამოიყვანეს. ოქტომბრის დასაწყისში ვალუევს მხარზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, 2011 წელს კი კიდევ ერთი ოპერაცია ელოდება.

რუსი მოკრივე 2009 წლის ნოემბერის შემდეგ არ გასულა რინგზე, როცა WBA-ის ტიტული დაუთმო ინგლისელ დევიდ ჰეის. დღეისთვის ვალუევი მსოფლიოს კრივის ასოციაციის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.

ვალუევს ვერ ვხედავთ კიდევ ერთი პრესტიჟული ორგანიზაციის - კრივის საერთაშორისო ფედერაციის (IBF) რეიტინგში, რაც შეეხება WBO-ის კლასიფიკაციას,
აქ რუსი გიგანტი მეექვსე ადგილს იკავებს.

2010 წლის აგვისტოში მოკრივის ექიმმა ვალტერ ვაგნერმა განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ ვალუევს ნახევარი წელი დასჭირდება აღდგენითი კურსის ჩასატარებლად, რის შემდეგაც გაირკვევა - ღირს თუ არა კარიერის გაგრძელება. თავად ვალუევი ირწმუნება, რომ 2011 წლის პირველ ნახევარში აპირებს რინგზე დაბრუნებას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული