ბრიტანელი მძიმეწონოსნის სავარაუდო მეტოქეებად ხუთ მოკრივეს ასახელებენ. ესენი არიან: ოდლი ჰარისონი, რუსლან ჩაგაევი, დევიდ ტუა, კრის არეოლა და ტომაშ ადამეკი.
ექსპერტების აზრით, ყველაზე რეალური ჩანს ბრიტანელ ჰარისონთან ან პოლონელ ადამეკთან ბრძოლა. ჰარისონი ჰეისთან ჩხუბისთვის დიდ თანხას არ მოითხოვს და თან დიდი პუბლიკის წინაშე თავის გამოჩენის შანსს მიიღებს. თანაც ორივე მოკრივე ბრიტანელია და მათ შორის მოლაპ
ტომაშ ადამეკის დათანხმებასაც არ სჭირდება დიდი ფული, ჰეისთვის კი, შესაძლოა, სასარგებლო იყოს პოლონური ბაზარი. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ბრძოლა სწორედ ადამეკის სამშობლოში გაიმართოს.
დანარჩენი ვარიანტები ფინანსურად უფრო წამგებიანი ჩანს, შესაბამისად, ამ ბრძოლების ორგანიზების შანსი დაბალია.