ჩემპიონს 12 წელი მიუსაჯეს

AutoSharing Option
\მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი რეჯი ჯონსონი თაღლითობის გამო 12-წლიანი პატიმრობით დასაჯეს. 2008-09 წლებში ჯონსონმა საზოგადოებრივ ორგანიზაციას - "ჰიუსტონის საქალაქო ლიგას" 120 ათასი დოლარი გამოართვა საწვრთნელი შეკრების ორგანიზებისთვის, მაგრამ არანაირი ვარჯიში არ ჩაუტარებია.

მოკრივე დიდი რაოდენობით თანხის მითვისებაში დაადანაშაულეს. საბოლოოდ, სასამართლომ ჯონსონი ბრალდებულად სცნო და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

"ჰიუსტონის საქალაქო ლიგა" არის ორგანიზაცია, რომელიც ქალაქის შავკანიან მოსახლეობასა და სხვა ეროვნულ უმცირესობებს ეხმარება. ის ამერიკული "ეროვნული საქალაქო ლიგის" ნაწილია.

44 წლის ჯონსონმა პროფესიულ რინგზე 52 ბრძოლა გამართა, 44 გამარჯვებას (25 - ნოკაუტით) მიაღწია,
შვიდჯერ დამარცხდა და ერთი ბრძოლა ფრედ დაასრულა. 1992-93 წლებში ის WBA-ის ვერსიით იყო ჩემპიონი 72-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, 1998-99 წლებში კი IBF-ის ტიტულს ფლობდა 79 კილოგრამში.

ბოლო ბრძოლა ჯონსონმა 2008 წლის თებერვალში ჩაატარა - ქულებით დაამარცხა მექსიკელი ხულიო სესარ გონსალესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული