ჰოლიფილდი-ჯონსი რეალურია

AutoSharing Option
ორმა ლეგენდარულმა მოკრივემ - როი ჯონსმა და ევანდერ ჰოლიფილდმა, შესაძლოა, ბრძოლის ჩატარებაზე კონტრაქტს მოაწერონ ხელი. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი "გარდიანი" წერს.
ჯონსი ამჟამად ბრიტანეთში იმყოფება, სადაც ბრძოლის ჩატარება შესთავაზა WBA-ის ჩემპიონ დევიდ ჰეის, მაგრამ, როგორც ჩანს, ბრიტანელ მოკრივეს არ სურს ჯონსთან შეხვედრა.

სხვათა შორის, ჰოლიფილდმა და ჯონსმა უკვე სცადეს ორი წლის წინ შეხვედრის ორგანიზება, მაგრამ მაშინ როი არ დააკმაყოფილა კონტრაქტის პირობებმა.

ამასობაში, WBC-მა მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის ოფიციალური პრეტენდენტის გამოსავლენი ბრძოლა დანიშნა.

ამ ვერსიით სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ვიტალი კლიჩკოა და
მასთან ბრძოლის უფლებისთვის იბრძოლებენ ამერიკელი რეი ოსტინი, რომელიც WBC-ის რეიტინგის პირველი ნომერია და კუბელი ოდლანიერ სოლისი, ვინც კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით ქვემოთაა.

ბრძოლა 17 დეკემბერს გაიმართება. მოკრივეების პრომოუტერებმა - დონ კინგმა და აჰმეთ ენერმა უკვე ჩაატარეს ამ მოვლენასთან დაკავშირებით ოფიციალური პრესკონფერენცია.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული