წააგო თუ წააგებინეს?

AutoSharing Option
შაბათს, პარიზის სპორტის სასახლეში, რომელიც ვერსალში მდებარეობს, ქართველი მოკრივე პირველად იბრძოდა WBA-ს (ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის) მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის - 31 წლის ავთანდილ ხურციძე საშუალედო მსოფლიოს ჩემპიონის სარტყლისთვის კამერუნელ ჰასან ნ'დამ ნ'ჯიკამს ხვდებოდა. მატჩის ფავორიტი აფრიკელი სპორტსმენი იყო, რომელიც საფრანგეთში ვარჯიშობს და ცხოვრობს, ის მსოფლიო რეიტინგში მე-4 ადგილზეა და აქამდე 24-ვე ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული. ხურციძის ანგარიშზე კი 25-დან 22 მოგება (2 ფრე, 1 წაგება) იყო. შეხვედრას 4,5 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჰასან ნ'დამი ქართველს ურჩევდა, რომ ბრძოლის წინ სარკეში
საკუთარ სახეს გამომშვიდობებოდა. პირიქით კი მოხდა, ქართველმა ორჯერ გაუხეთქა წარბი მეტოქეს, რომელსაც 12 რაუნდის განმავლობაში ვერ უჩერებდნენ სისხლდენას. "ცემით" კი სცემა ხურციძემ მეტოქეს, მაგრამ ქულები მხოლოდ "სუფთა" დარტყმებისთვის იწერება, ამ მხრივ კი, თითქოს, ძალთა თანაფარდობა იყო - "ჩაქუჩა" მუდამ ჯიქურ მიდიოდა წინ, მეტოქე კი შორი დისტანციიდან ცდილობდა მორტყმას. აფრიკელი უფრო უკეთ გადაადგილდებოდა რინგზე, მის არსენალში მეტი ტექნიკური ელემენტი იყო, თუმცა ინიციატივას მუდამ ქართველი ფლობდა.

მორჩა 12 რაუნდი და სამმა რეფერიმ მაყურებელი გააოცა - სამივემ ქულებით გამარჯვება ხურციძის მოწინააღმდეგეს მიანიჭა: 111:117 (მსაჯი მიკაელ ჰუკი), 114:115 (პიერლუიჯი პოპი), 114:115 (ერკი მერონენი).

"ბრძოლა ავთანდილის აგრესიული კრივის გამო ფანებისთვის კარგი საყურებელი გამოდგა. ის უტევდა, ურტყამდა და სჯობდა ნ'დამს, მაგრამ ნოკაუტამდე საქმე ვერ მიიყვანა. ჰასანის საუკეთესო რაუნდები ბოლოსკენ იყო, თუმცა მისთვის შინაურ ქალაქშიც კი უსტვინეს, როცა გადაწყვეტილება გამოცხადდა", - წერს "ფაითნიუსი", რომელთაც დამოუკიდებლად დაითვალეს ქულები და, აღმოჩნდა, ხურციძეს 116-112 მოუგია.

"ის ძალიან კარგი ოპონენტია, აქ მოსაგებად ჩამოვიდა. ხურციძე ტანით პატარაა, ამიტომ თავით რამდენიმე დარტყმა მომაყენა, მაგრამ მე ჩემი საქმე შევასრულე, ეს იყო ბრძოლა ხარსა და მატადორს შორის", - განაცხადა "გამარჯვებულმა". 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
ავთანდილი უპირატესობით სარგებლობდა, დარბაზში ვიყავი და ფრანგებმავე გააპროტესტეს რომ ჰასანმა მოიგო, უსინდისოდ მიითვისა ჩემპიონის ტიტული, შედეგის გამოცხადების შემდეგ მაყურებელმა დაუსტვინა და უკმაყოფილება ოვაციური შეძახილებით გამოხატა:"არ იმსახურებს ეს დებილი ,ქალაჩუნასავით იბრძოდა, ავთანდილია გამარჟვებულიო" ბრძოლა გაყიდული იყო, დამპალი არბიტრები უსამართლოები იყვნენ.კიდევ ვაზუსტებ ავთანდილი გაცილებით უკეთესად იბრძოდა და ყველა მისი სახელის გამოცხადებას ელოდებოდა, ფრანგები ძალიან მალე ავთანდილს ბალეშჩიკობდნენ და ფრანგმა Kომენტატორებმა ავთანდილი ასე შეაფასეს:"გასაოცარი ქართველი ბოქსიორი, რომლიც უმაღლესი რანგის ბრძოლას აჩვენებდა და რომელიც ათი თავით მაღლა იდგა ჰასანზე."ფრანგებმა ასევე ხაზი გაუსვეს კავკასიურ ცხელ სისხლს და ბრძოლის გასაოცარ ტაქტიკას
ეს კი ფრანგებისთვის: Hassan n'est qu'un connard, il n'a pas mérité la victoire!!!!
karatekid
14:40 31-10-2010
0
ამ სტატიის ვერა გავიგე, ტან წერეთ
აღმოჩნდა რომაო ხურციძეს 116-112 მოუგია ო, და თუ მოუგია ქულებით მაშ როგორღა წაუგია?
anna
16:28 01-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული