კლიჩკო-პოვეტკინის გამართვის დრო დაინიშნა

AutoSharing Option
უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო და რუსი ალექსანდრ პოვეტკინი საჩემპიონო ბრძოლას მოსკოვში ჩაატარებენ. ამის შესახებ განაცხადა რუსი მოკრივის პრომოუტერმა ვლადიმერ ხრიუნოვმა.

ამ ბრძოლის უფლებაზე ვაჭრობა 23 აპრილს, პანამაში გაიმართა. ხრიუნოვმა რუსი ბიზნესმენის ანდრეი რიაბინსკის დახმარებით 23 მილიონი დოლარი გადაიხადა. პრომოუტერულმა კომპანია K2 Pormotion-მა, რომელიც კლიჩკოებს ეკუთვნით, მხოლოდ 7.1 მილიონი დოლარი წარმოადგინა, ხოლო კომპანია Sauerland Event-მა, რომელიც პოვეტკინის ინტერესებს წარმოადგენს გერმანიაში, ექვსი მილიონი დოლარი გაიმეტა.

მომავალ ბრძოლაში ჰონორარი შემდეგნაირად განაწილდება - 75 პროცენტი ერგება კლიჩკოს და 25 პროცენტი - პოვეტკინს.

როგორც რუსული პრესა
წერს, ბრძოლა 31 აგვისტოს გაიმართება, თუმცა ჩატარების ზუსტი ადგილი არ სახელდება. მაგრამ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ რუსი და უკრაინელი მოსკოვში შეხვდებიან ერთმანეთს.

ამ საჩემპიონო შეხვედრამდე, კლიჩკოსა და პოვეტკინს თითო ბრძოლა ელით. უკრაინელი 4 მაისს დაუპირისპირდება იტალიელ ფრანჩესკო პიანეტას, რუსი კი 17 მაისს შეხვდება პოლონელ ანჯეი ვავჟიკს.

შეგახსენებთ, რომ კლიჩკოს ეკუთვნის სუპერმძიმე წონაში WBA-ის “სუპერჩემპიონის” ტიტული, აგრეთვე საჩემპიონო ქამრებს ფლობს IBF-სა და WBO-ის ვერსიით. ხოლო პოვეტკინი WBA-ის ვერსიით მსოფლიოს “ჩვეულებრივი” ჩემპიონია. სწორედ ამ კომპანიამ დაავალდებულა კლიჩკო 31 აგვისტოს პოვეტკინს შეხვედროდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ კლიჩკო რიოზე ფიქრს არ ეშვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული