2013 წლის მოკრივე უმცროსი კლიჩკოა

AutoSharing Option
მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციამ (WBO) ბუდაპეშტში გამართული კონგრესის დროს წლის მოკრივედ აღიარა უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო, რომელიც სუპერმძიმე წონით კატეგორიაში გამოდის. ეს ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის კლიჩკო ოთხი ვერსიით არის მსოფლიოს ჩემპიონი - IBF, IBO, WBA და WBO. ბოლო ბრძოლა უკრაინელმა 4 მაისს, გერმანიაში ჩაატარა იტალიელი ფრანჩესკო პიანეტას წინააღმდეგ და მეექვსე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. ამ მომენტისთვის, კლიჩკომ 63 ბრძოლაში 60 (52 - ნოკაუტით) მოიგო და სამჯერ დამარცხდა.

ვლადიმერი უახლოეს ბრძოლას 5 ოქტომბერს, მოსკოვში გამართავს რუსი ალექსანდ
პოვეტკინის წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ კლიჩკომ ნოკაუტი დაგეგმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული