პრომოუტერული კომპანია Golden Boy Promotion-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა რობერტ დიასმა დე ლა ჰოიას სახელით შესთავაზა ბრძოლის ორგანიზება ჰატონს. დიასის თქმით, ეს იქნება უდიდესი მოვლენა კრივში, რომელიც ინგლისის რომელიმე არენას პირთამდე გაავსებს.
მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ კოკაინის
ჰეი გერმანიაზე უარს ამბობს
სუპერმძიმე წონაში WBA-ის ჩემპიონ დევიდ ჰეისა და ოდლი ჰარისონის ბრძოლის შემდეგ, კვლავ აქტიურად დადგა დღის წესრიგში დევიდსა და ერთ-ერთ კლიჩკოს შორის ორთაბრძოლა. გუშინ ბრიტანელმა ჩემპიონმა გამოაცხადა, რომ უკრაინელების წინააღმდეგ გერმანიაში ჩხუბს არ აპირებს. ჰეიმ ყველას შეახსენა, რომ 2011 წელი ბოლო იქნება მის კარიერაში, ამიტომაც კარიერის მთავარი ბრძოლის ჩატარება სამშობლოში, კერძოდ ლონდონის რომელიმე სტადიონზე სურს.
დევიდმა ისიც დაამატა, რომ WBA-ის ტიტული მან გერმანიაში მოიპოვა, როცა 2009 წლის ნოემბერში რუსი ნიკოლაი ვალუევი დაამარცხა. მას შემდეგ ჰეიმ ტიტული ორჯერ დაიცვა და ორივეჯერ ბრიტანეთის ტერიტორიაზე.
ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, WBC-ის ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ მისთვის ბრძოლის ადგილს მნიშვნელობა არ აქვს. უკრაინელი მზად არის ჰეის 2011 წლის გაზაფხულზე გერმანიაში, ბრიტანეთში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდეს. ვიტალი მომავალი ბრძოლის ჰონორარის შუაზე გაყოფაზეც თანახმაა.
თუმცა უფროს კლიჩკოს ერთი შემაფერხებელი ფაქტორი აქვს. WBC-მ მას 2011 წლისთვის ტიტულის სავალდებულო დაცვა დაუნიშნა. ვიტალის მეტოქე 17 დეკემბერს კუბელ ოდლანიერ სოლისსა და ამერიკელ რეი ოსტინს შორის ბრძოლაში გაირკვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"