დამარცხებული ალექსანდრ პოვეტკინი რეფერის უჩივის

AutoSharing Option
სკანდალური გაგრძელება მოჰყვა სუპერმძიმე წონაში უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკოსა და რუსი ალექსანდრ პოვეტკინის შეხვედრას, რომელიც გასულ შაბათს გაიმართა და მასში ქულებით გამარჯვება კლიჩკომ მოიპოვა. პოვეტკინის გუნდი ითხოვს პუერტორიკოელი რეფერის, ლუის პაბონის დისკვალიფიკაციას. ამის შესახებ გამოაცხადა რუსი მოკრივის მენეჯერმა დმიტრი ივანოვმა.

"ჩვენ დავწერთ პროტესტს არა იმისთვის, რომ ბრძოლის შედეგი შევცვალოთ, არამედ პოვეტკინის უფლებების დასაცავად, - განაცხადა ივანოვმა. - რეფერის მხრიდან უამრავ დარღვევას ჰქონდა ადგილი, კერძოდ, ის საშუალებას აძლევდა კლიჩკოს, შეესრულებინა აკრძალული დარტყმები ან ხელი ეკრა მეტოქისთვის. არადა, აწონვის ცერემონიის დროს ჩვენ მივუთითებდით
პაბონს კლიჩკოს სავარაუდო ტაქტიკის შესახებ, მაგრამ ბრძოლის დროს რეფერიმ ყურადღება არ მიაქცია ჩვენს რეკომენდაციებს. მან გაფრთხილება ვლადიმერს მხოლოდ ბრძოლის ბოლოს მისცა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოვეტკინის უფლებები დაირღვა. მოვითხოვთ, რომ პაბონი მინიმუმ ერთი წლით ჩამოაშორონ ბრძოლებს. კლიჩკოს გამარჯვებაში ეჭვი არ გვეპარება და ბრძოლის შედეგის გადახედვას არ ვითხოვთ, მაგრამ დაუშვებელია ისე მსაჯობა, როგორც ამას პაბონი აკეთებდა
".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კლიჩკო VS პოვეტკინი: რუსი რინგზე ათრიეს
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ ეჩხუბა ბოლომდე კლიჩკო, თორე რომ მოენდომებინა იმენა მეხუთე რაუნდამდე ვერ გაუქაჩავდა ეს ***, მსაჯი არა ტოროლა :)
PARFIUMER
11:28 09-10-2013
0
კლიჩკომ მაგრად დაინდო ეს საწყალი.. დაღლილი და გასავათებული იღლიაში რომ უვარდებოდა დაავიწყდა..
Georgi
10:40 09-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული