საქართველოს ნაკრები აზიურ რინგზე 8 სპორტსმენით გამოვა. ახალი მთავარი მწვრთნელის - დავით წიკლაურის ხელმძღვანელობით, ყაზახეთში საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ: სევერიან ჭილაძე (თბილისი, 62), ბექა ჭუბაბრია (ფოთი, 56), გიორგი გოგატიშვილი (ფოთი, 60), ზაალ კვაჭატაძე (თბილისი, 69), ჯაბა ხოსიტაშვილი (თბილისი, 75), იაგო კიზირია (ფოთი, 81), ლევან გულედანი (თბილისი, 90) და მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი, +91).
სპორტსმენები გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან პირველად უჩაფხუტოდ იბრძოლებენ მედლებისთვის. საქართველოს ნაკრები ალმათიში 11 ოქტომბერს გაემგზავრება.
ბოლო
ეროვნული გუნდის წევრებმა ფსიქოლოგიური და ფიზიკურ-ტაქტიკური მომზადება ქობულეთში, თბილისსა და დუშეთში გაიარეს, რამდენიმე მოკრივემ მახაჭყალის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა, გოგატიშვილი და ხოსიტაშვილი აიბას საკლუბო ჩემპიონატისთვის სამკვირიან შეკრებაზე ბაქოშიც იყვნენ.
ნაკრების ხელმძღვანელობა ალმათიში, სულ მცირე, ერთი მედლის მოპოვებას გეგმავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"