მენნი პაკიაო 35 წლის ასაკში რინგიდან წავა

AutoSharing Option
მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მოკრივე, ფილიპინელი მენნი პაკიაო სამი წლის შემდეგ კარიერას დაასრულებს. მან გადაჭრით განაცხადა, რომ 35 წლის ასაკში  რინგზე საკუთარ თავს ვერ ხედავს.

პაკიაომ ასევე გამოთქვა სურვილი, კიდევ ერთხელ შეხვდეს რინგზე მექსიკელ ხუან მანუელ მარკესს, რომელთან მისი წინა ორი ბრძოლა ფრეთი და ქულებით ფილიპინელის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან, WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა აღნიშნა, რომ  მარკესთან ბრძოლა მაყურებლისთვის საინტერესო სანახავი არ იქნება, თვითონ პაკიაოც კი ”არ თუ ისურვებდა ასეთი ორთაბრძოლის ყურებას”.

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული