მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ აღიარებულმა მენი პაკიაომ პროფესიული სპორტიდან წასვლის თარიღი დათქვა. რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონმა განაცხადა, რომ კარიერას სამი წლის შემდეგ დაასრულებს. 31 წლის ფილიპინელის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია რინგზე საკუთარი თავი 35 წლის ასაკში - წერს სააგენტო "როიტერი".
უახლოეს ბრძოლებზე საუბრისას პაკიაომ ჟურნალისტებს გაანდო, რომ გეგმაში აქვს ცნობილ მექსიკელ ხუან მანუელ მარკესთან ჩხუბი, რომელთანაც ადრე ორჯერ გასულა რინგზე. ამასთან, მენიმ ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძოლა მაყურებელთა დიდ ინტერესს გამოიწვევს. "პირადად მე არ ვუყურებდი პაკიაოსა და მარკესის ბრძოლას",
შეგახსენებთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ, პაკიაომ მორიგი ტიტული 69-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიპოვა - WBC-ის ვერსიით ბრძოლაში მან მექსიკელი ანტონიო მარგარიტო ქულებით დაამარცხა.