ბრუკლინის მეფე

AutoSharing Option
ერთი საინტერესო ბრძოლა გაიმართა გასულ უქმეებზე პროფესიულ კრივში. ბრუკლინის Barclays Center-ში თამაშდებოდა ნახევრადსაშუალო წონაში NABF-ის ვერსიით ჩემპიონის ვაკანტური ტიტული, გარდა ამისა, ეს იყო ბრძოლა ბრუკლინის უძლიერესი მოკრივის არაოფიციალური სტატუსის მოსაპოვებლად.

რინგზე ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ პირველ ნახევრადსაშუალო და ნახევრადსაშუალო წონებში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, 32 წლის ამერიკელი პოლ მალინიაჯი (33-5, 7 KO) და ამავე წონით კატეგორიებში ექს-ჩემპიონი, 36 წლის ამერიკელი ზაბ ჯუდა (42-9, 29 KO).

ბრძოლა მხოლოდ საწყის რაუნდებში იყო საინტერესო, შემდეგ კი რინგზე "ცალკარა" ჩხუბი მიდიოდა. პირველი სამწუთეული აშკარად ჯუდამ მოიგო,
მეორეში კი მეტოქის ნოკდაუნში გაგზავნაც კი მოახერხა. ასე რომ, ბრძოლა მალინიაჯის სასარგებლოდ არ მიმდინარეობდა, მაგრამ მან თანდათან შეიტანა გარდატეხა. ის კარგად დაყენებული ჯებით აგროვებდა ქულებს, თან თითქმის აღარ ხვდებოდა წინააღმდეგობა, რადგან ჯუდა შეტევაში ძალიან პასიური გახდა.

ბუნებრივია, ბრძოლისადმი ასეთი მიდგომა ჯუდას კარგს არაფერს უქადდა და, საბოლოოდ, ეს აისახა კიდეც მსაჯების ჩანაწერებში: 116:111, 117:110, 117:110 მალინიაჯის სასარგებლოდ. გამარჯვებულმა მოკრივემ მაშინვე გამოაცხადა ახალი მიზანი - შეხვედრა ედრიენ ბრონერსა და მარკოს მაიდანას შორის მოგებულთან. ამ მოკრივეთა ბრძოლა 14 დეკემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კლიჩკოს ავსტრალიელი ტაისონი დაუნიშნეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
მომწონს რო აშუქბთ კრივის სიახლეებს. მაგრამ იქნებ უფრო განავრცოთ? დღეს მაგალითად ამ ჩხუბის გარდა ბევრი საინტერესო შეხვედრა შედგა.
xevsuri
00:05 09-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული