ფილიპინელმა მენი პაკიაომ 13 ნოემბერს მექსიკელ ანტონიო მარგარიტოსთან გამართულ ბრძოლაში თითო დარტყმისთვის 52 742 დოლარი გამოიმუშავა. ჩემპიონის პრომოუტერ ბობ არუმის თქმით, ამ შეხვედრაში ფილიპინელის ჰონორარმა 20 მილიონ დოლარს გადააჭარბა და შესაძლოა, 25 მილიონსაც მიაღწია.
გაზეთმა The Philippine Star-მა დაითვალა, რომ პაკიაომ ყოველი რაუნდისთვის დაახლოებით 2 მილიონი გამოიმუშავა, ყოველი წუთისთვის - 694 ათასი, თითო წამისთვის - 11 574 დოლარი, ხოლო 474 დარტყმიდან თითოეულისთვის - 52 742.
როგორც გაზეთი წერს, 25 მილიონში გათვალისწინებული არ არის გადასახადები და მოკრივის სხვა ხარჯები. ბრძოლის წინ
პაკიაოსა და მარგარიტოს ბრძოლა ფილიპინელის ქულებით გამარჯვებით დასრულდა. მენიმ 70-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.