50 ათასი ერთი წუთისთვის

AutoSharing Option

ფილიპინელმა მენი პაკიაომ 13 ნოემბერს მექსიკელ ანტონიო მარგარიტოსთან გამართულ ბრძოლაში თითო დარტყმისთვის 52 742 დოლარი გამოიმუშავა. ჩემპიონის პრომოუტერ ბობ არუმის თქმით, ამ შეხვედრაში ფილიპინელის ჰონორარმა 20 მილიონ დოლარს გადააჭარბა და შესაძლოა, 25 მილიონსაც მიაღწია.
გაზეთმა The Philippine Star-მა დაითვალა, რომ პაკიაომ ყოველი რაუნდისთვის დაახლოებით 2 მილიონი გამოიმუშავა, ყოველი წუთისთვის - 694 ათასი, თითო წამისთვის - 11 574 დოლარი, ხოლო 474 დარტყმიდან თითოეულისთვის - 52 742.
როგორც გაზეთი წერს, 25 მილიონში გათვალისწინებული არ არის გადასახადები და მოკრივის სხვა ხარჯები. ბრძოლის წინ

მენის გარანტირებული ჰქონდა 15 მილიონი დოლარი, მაგრამ შემოსავალი ფასიანი ტელეტრანსლიაციების გაყიდვიდან შემოსული მოგების ხარჯზე გაიზარდა. ამ ბრძოლის ტრანსლიაცია დაახლოებით 1.15 მილიონმა ადამიანმა შეიძინა.
პაკიაოსა და მარგარიტოს ბრძოლა ფილიპინელის ქულებით გამარჯვებით დასრულდა. მენიმ 70-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული