იაპონელი მოკრივე პირველსავე ბრძოლაში მიღებული ნოკაუტის შემდეგ გარდაიცვალა

AutoSharing Option
ტოკიოს საავადმყოფოში 21 წლის იაპონელი მოკრივე ტესინ ოკადა გარდაიცვალა, რომელიც პროფესიულ რინგზე სადებიუტო ბრძოლაში მეტოქემ ნოკაუტში გაუშვა. ოკადა, რომელიც 52,2 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, საავადმყოფოში სიკვდილს 17 დღე ებრძოდა...

ოკადამ ბრძოლა 20 დეკემბერს, ტოკიოში გამართა. მისი მეტოქე ასევე დებიუტანტი მასაფუმი კამიამა იყო, რომელმაც ტესინი ბოლო, მეოთხე რაუნდში დაანოკაუტა. ოკადამ ბრძოლის შემდეგ გონება დაკარგა და რინგიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1952 წელს იაპონიის საკრივო კომისიის შექმნის დღიდან, ოკადა 38-ე იაპონელი მოკრივეა, რომელიც ორთაბრძოლაში მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ სათანადოდ არ არის მოკრივე მომზადებული იმის რინგზე გაყვანა არ შეიძლება, მსაჯიც ყურადღებით უნდა იყოს იმ მომენტში, როცა მოკრივე უკვე ნოკაუტშია და მეტოქე მაინც ურტყამს აფექტიდან გამომდინარე, მაგარი ცუდი ფაქტია
ilia
14:38 09-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული