მეფე არტური დამარცხებულია

AutoSharing Option
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში საშუალოწონოსანთა ტურნირის - Super Six-ის მორიგი ბრძოლა გაიმართა, რომელშიც პარალელურად WBA-ის ვერსიით ვაკანტური ტიტული თამაშდებოდა. რინგზე ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგნენ გერმანელი არტურ აბრაჰამი და ინგლისელი კარლ ფროჩი.

ბუკმეიკერები აშკარა ფავორიტად "მეფე არტურს" ასახელებდნენ, რომლის მოგებაზე კოეფიციენტი 1.45-ს უდრიდა, ფროჩისა - 2.65-ს. თუმცა ბრიტანელს ბრძოლის წინ ძალთა თანაფარდობა ნაკლებად აღელვებდა და შეხვედრის ვადაზე ადრე დასრულებით იმუქრებოდა. ვალში არც სომხური წარმოშობის გერმანელი რჩებოდა.

სიტყვიერი დუელის მიუხედავად, ბრძოლის დასაწყისი საკმაოდ მოსაწყენი გამოვიდა. მოკრივეები ნელ ტემპში მოქმედებდნენ და დაცვაში მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენდნენ.
ფროჩი ასე თუ ის ცდილობდა კონტრშეტევაზე წასვლას, აბრაჰამი კი მთლიანად "ჩაიკეტა".

მაგრამ ბრძოლის სურათი მეხუთე რაუნდის შემდეგ კარდინალურად შეიცვალა. ტემპმა და აქტიურობამ იმატა და ამ სიტუაციაში თავს უფრო კომფორტულად ფროჩი გრძნობდა. მისი მოქმედებები უფრო გააზრებული და სახიფათო იყო.

მეცხრე რაუნდისთვის აბრაჰამი უკვე ძალიან აგებდა ქულებით. გერმანელი ხვდებოდა ამას და საერთოდ დაივიწყა დაცვა. თუმცა ფროჩმა ბოლო ორ რაუნდში გაძლო, რამდენიმე უსიამოვნო შეტევა მოიგერია და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. გამარჯვება უდავო იყო - ორმა მსაჯმა 120:108 დააფიქსირა, მესამემ ერთით მეტი ქულა გაიმატა აბრაჰამისთვის - 120:109.

ზედიზედ 31 გამარჯვების შემდეგ, აბრაჰამმა პროფესიულ რინგზე ზედიზედ მეორე ბრძოლა წააგო. ამა წლის მარტში მას წესების დარღვევისთვის წაგება ჩაუთვალეს ანდრე დირელთან შეხვედრაში.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული