და აი, ახლახან დანიელმა მოკრივემ ჟურნალისტების პირით ამერიკელ მეტოქეს მუქარაც შეუთვალა. თუმცა, მუქარაც არის და მუქარაც... ნილსენს რომ ეთქვა, კოპენჰაგენის რინგზე ევანდერს ცხვირს ამოვუნაყავო, გავუტეხავო ან თუნდაც, მოვუგრეხო, კიდევ ჰო, მაგრამ ამჯერად მოკრივემ კრივისთვის ერთობ უჩვეულო პირობა დადო - ცხვირს მოვაჭამო.
როგორც ჩანს, ამით ნილსენმა ჰოლიფილდს 1997 წლის ბრძოლის ამბავი შეახსენა, როდესაც ამ უკანასკნელის ყური მაიკ
45 წლის ნილსენი გამონათქვამს ჰოლიფილდიც გამოეხმაურა, რომელმაც მეტოქის მუქარა "რბილად" გაატარა და აღნიშნა, რომ ცხვირზე კბენას ნილსენი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამის საშუალებას ევანდერი თავისი შეცდომით მისცემს.