ჯენტლმენები ქალებს არ ურტყამენ, ბიჭო!

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში 11 დეკემბერს გასამართი ბრძოლის წინ პირველი ოფიციალური პრეს-კონფერენცია გამართეს სუპერმძიმე წონაში WBO-სა და IBF-ის ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ და მისმა ბრიტანელმა მოწინააღმდეგემ დერეკ ჩისორამ.

ტრადიციულად, როგორც ასეთ პრესკონფერენციებს ახასიათებს, მოკრივეებს შორის სიტყვიერი ორთაბრძოლა გაიმართა და მასში აშკარად მოგებული უკრაინელი მოკრივე გამოვიდა.

ვლადიმერმა გაიხსენა ჩისორას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი და ჭკუა დაარიგა ინგლისელ "ჯენტლმენს", რომ ქალების ცემა არ არის ღირსეული საქციელი. "ჩისორასგან განსხვავებით, მე ქალებს არ ვურტყამ. ის, ვინც ამას აკეთებს, ხელმოცარული ადამიანია. კრივი რინგზეა საჭირო. ჩისორას შინ ტიტულის
გარეშე გავუშვებ".

ამასთან, უმცროსმა კლიჩკომ "სპორტული თვალსაზრისით" შეაქო თავისი მომავალი მეტოქე და მას WBA-ის ჩემპიონზე დევიდ ჰეიზე უკეთესი მოკრივე უწოდა: "ჩისორა საკუთარ თავს ჩხუბისთავს უწოდებს. მე ვიტყოდი, რომ ის დევიდ ჰეიზე უკეთესია. ახალგაზრდაა, მონდომებული, მოტივირებული და თავადაც არ იცის, რას უნდა ელოდოს საკუთარი თავისგან. ეს შეიძლება უპირატესობა იყო მისთვის და ხიფათი ჩემთვის. ცოტათი შემეშინდა კიდეც და მაშინვე საწვრთნელ ბანაკში სავარჯიშოდ გავიქეცი. მაგრამ ახლა 100 პროცენტით ვარ მზად ბრძოლისთვის. შაბათს ჩისორა ახლოდან გაიცნობს ჩემს მუშტებს".

კლიჩკოს ვალში არც დერეკ ჩისორა: "როცა 11 დეკემბერს არენაზე მოხვალთ, ისინიც კი ვინც ვერ მიტანთ, საბოლოოდ შემიყვარებთ. მე გადავარჩენ კრივს ამ ბიჭებისგან. კლიჩკოებს უნდა წავართვა ყველაფერი, რაც აქვთ. მათ ნამდვილ ომს მოვუწყობ. თითქმის ყველა ოპონენტთან ჯებით მუშაობს და ამის ხარჯზე იგებს. მოაშორეთ მისი ჯები და კლიჩკოსგან არაფერი დარჩება. ეს ბინძური ბრძოლა იქნება. ვაპირებ ვცემო და დავამცირო მეტოქე".

გარდა ამისა, ჩისორამ საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა ვლადიმერ კლიჩკოს მეგობარი გოგონას ჰეიდენ პანეტიერის მისამართით. "მე მას ვკითხე, ვინ უყვარს უფრო მეტად - თავისი მეგობარი თუ ტიტულები? და მან პასუხი ვერ გამცა. მას შემდეგ, რაც მისი მეგობარი გოგონა ჩემს კრივს ნახავს, შესაძლოა, ჩემს გამო მოატოვოს ვლადიმერი".

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული