პირველ საშუალო წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის მენი პაკიაოს მენეჯერმა სააგენტო AP-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალი წლის მეორე ნახევარში ფილიპინელმა მოკრივემ, შესაძლოა, რევანშის შანსი მისცეს ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ანტონიო მარგარიტოს ან WBA-ის ჩემპიონს პირველ საშუალო წონაში მიგელ კოტოს.
ცნობილი ბობ არუმი უახლოეს დღეებში აპირებს ფილიპინებზე გამგზავრებას და პაკიოასთან ერთად მომავალი ბრძოლის დაგეგმვას, რომლის სავარაუდო თარიღი 16 აპრილი გახლავთ. სამი კანდიდატიდან - შეინ მოზლი, ანდრე ბერტო და ხუან მანუელ მარკესი - არუმი უპირატესობას მოზლის კანდიდატურას ანიჭებს, მაგრამ საბოლოო სიტყვა
"კოტოს შეხვედრისას ვუთხარი, რომ დიდ ბრძოლას მოვუწყობ და თუ გაიმარჯვებს, შემდეგ პაკიაოსთან შეხვედრაზე ფიქრიც შეიძლება, - ამბობს არუმი. - კვირას მივიღებ პასუხს მარგარიტოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და გავიგებ შეძლებს თუ არა ის ივნისში ან ოდნავ მოგვიანებით რინგზე გასვლას. მარგარიტოს თავიდანვე კოტოსთან ჩხუბი მოუწევს, შემდეგ კი ამ ბრძოლის გამარჯვებულს სექტემბერში პაკიაოზე გავიყვანთ. ასეთი ვარიანტი სავსებით შესაძლებელია".