კლიჩკომ დაუმარცხებელ ბრიტანელთან ბრძოლა გააუქმა

AutoSharing Option
უკრაინელი მძიმეწონოსანი მოკრივის ვლადიმირ კლიჩკოს და ბრიტანელი დერეკ ჩისორას დაპირისპირება უკრაინელის ტრავმის მიზეზით გაუქმდა.

კლიჩკო-ჩისორას ბრძოლის გადადების შესახებ ბრიტანელი მძიმეწონოსნის პრომოუტერმა ფრენკ უორენმა განაცხადა. მისი თქმით, 8 დეკემბერს შეატყობინეს, რომ კლიჩკომ ზურგი დაიშავა და ჩისორას წინააღმდეგ რინგზე გასვლას ვერ შეძლებს. უორენის თქმით, ამ ამბავმა  ბრიტანელი მოკრივე ძალიან გაანაწყენა, რადგან კლიჩკოსთან ბრძოლას მოუთმენლად ელოდა.

ბრძოლის ჩაშლის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-იც ადასტურებს, რომელიც კლიჩკოს მრჩევლის შელი ფინკელის ცნობას ეყრდნობა. მან განაცხადა, რომ  ექიმების აზრით კლიჩკოს ტრავმა სერიოზულ საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ
უკრაინელის რინგზე გასვლას მაინც აბრკოლებს. ფინკელის თქმით, კლიჩკოს გამოჯანმრთელებას ორი თვე მაინც დაჭირდება.

კლიჩკო-ჩისორას ბრძოლა მანჰეიმში 11 დეკემბერს უნდა შემდგარიყო. უკრაინელს მძიმე წონაში IBF-ის (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) და WBO -ს (მსოფლიო საკრივო ორგანიზაცია) ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უნდა დაეცვა. ჩისორასთვის, რომლის აქტივში 14 ბრძოლიდან 14 გამარჯვებაა, კლიჩკო პროფესიულ კარიერაში პირველი სერიოზული მეტოქე უნდა ყოფილიყო.

მოკრივეთა წარმომადგენლებმა ბრძოლის ახალი თარიღის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.


მომზადებულია Boxingscene.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული