დონ კინგი ვაზნები ჩამოართვეს

AutoSharing Option

ლეგენდარული საკრივო პრომოუტერი დონ კინგი ქალაქ კლივლენდის (ოჰაიოს შტატი) აეროპორტში დააკავეს. სკანდალურად ცნობილი მენეჯერი თვითმფრინავში საბრძოლო მასალის შეტანას ცდილობდა.

79 წლის კინგი კვირას საღამოს, გაფრენის წინ შემოწმებისას დააკავეს. აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ჩანთა, რომლის შეტანასაც პრომოუტერი თვითმფრინავში ცდილობდა, მხსვილი კალიბრის ვაზნებით იყო სავსე.
კინგს საბრძოლო მასალა ჩამოართვეს, რის შემდეგაც მოგზაურობის გაგრძელების საშუალება მისცეს. როგორც ამბობენ, ინციდენტის შემდეგ კინგი ფლორიდაში გაემგზავრა.

ჯერჯერობით ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს პრომოუტერისგან კომენტარის აღება. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, დონ კინგი მეუღლის დასაფლავებაზე გაემგზავრა, რომელიც 9 დეკემბერს კიბოთი

გარდაიცვალა.

დონ კინგი გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პრომოუტერია კრივის სამყაროში. სხვადასხვა წლებში მისი კლიენტები იყვნენ მაიკ ტაისონი, ევანდერ ჰოლიფილდი, როი ჯონსი, ლენოქს ლუისი დ სხვა ცნობილი მოკრივეები.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული