ჰოლივუდშიც ჩხუბობენ

AutoSharing Option

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ჰოლივუდში არსებობს საკრივო ფედერაცია, რომელიც მსახიობებსა და შოუ ბიზნესის ვარსკვლავებს შორის ბრძოლების ორგანიზებით არის დაკავებული. სწორედ ამ ორგანიზაციამ შესთავაზა მსახიობებს - უილ სმიტსა და მარკ უოლბერგს რინგზე შეხვედრა. ამ ბრძოლამ უნდა გაარკვიოს - ვინ უკეთ მოემზადა ცნობილი მოკრივეების როლების შესასრულებლად. ბრძოლის სავარაუდო თარიღია 26 თებერვალი და მას ლას ვეგასის რინგი უმასპინძლებს.

"ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მსახიობები ერთმანეთს მძიმე ტრავმებს მიაყენებენ. უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ ისინი რინგზე გავლენ და საკუთარ თავსა და მაყურებელს გაართობენ", - წერია

ფედერაციის განცხადებაში.

თითო მსახიობმა ამ ბრძოლისთვის, შესაძლოა, მილიონი დოლარი მიიღოს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია სმიტისა და უოლბერგის რეაქცია ამ იდეაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობები სხვადასხვა წონით კატეგორიას განეკუთვნებიან: უილ სმიტის სიმაღლე 188 სანტიმეტრია, მარკ უოლბერგისა - 175. ასევე შეგახსენებთ, რომ სმიტს მოჰამედ ალის როლი აქვს შესრულებული ფილმში - "ალი", ხოლო უოლბერგმა მიკი უორდი განასახიერა "მებრძოლში".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული