ჰოლიფილდის ორი ბრძოლა

AutoSharing Option
კრივში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი ამერიკელი ევანდერ ჰოლიფილდი თვენახევრის მანძილზე ორ ბრძოლას გამართავს. 2011 წლის 22 იანვარს ჰოლიფილდი რინგზე თავის თანამემამულეს შერმან უილიამსს დაუპირისპირდება, 5 მარტს კი მისი მეტოქე დანიელი ბრაიან ნილსენი იქნება.

48 წლის ჰოლიფილდის 38 წლის უილიმსთან დაპირისპირება თავდაპირველად 2010 წლის 5 ნოემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა შემდეგ რამდენჯერმე გადაიდო. მას შემდეგ, რაც ჰოლიფილდი ნილსენთან ბრძოლაზე შეთანხმდა, უილიამსთან შეხვედრა სათუო გახდა, მაგრამ ამჟამად ამ დუელის ვადა დადგენილია.

ჰოლიფილდი რინგზე უკანასკნელად 2010 წლის აპრილში გავიდა და სამხრეთაფრიკელი ფრანსუა ბოტა ნოკაუტით დაამარცხა.
უილიამსი 2009 წლის ოქტომბერში სირიელ მანუელ ჩართან დამარცხდა და მას შემდეგ რინგზე არ გამოსულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული