ევანდერის დიდი გეგმები

AutoSharing Option

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი, ამერიკელი ევანდერ ჰოლიფილდი თვენახევრის განმავლობაში ორ ბრძოლას ჩაატარებს. თავდაპირველად ლეგენდარული მოკრივე 2011 წლის 22 იანვარს გავა რინგზე და თავის თანამემამულეს შერმან უილიამსს შეხვდება. 5 მარტს კი დაგეგმილია ბრძოლა დანიელ ბრაიან ნილსენთან.

48 წლის ჰოლიფილდისა და 38 წლის უილიამსის შეხვედრა თავდაპირველად 5 ნოემბერს იყო დანიშნული, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო რამდენჯერმე გადაიდო. მას შემდეგ, რაც ჰოლიფილდი ნილსენს ბრძოლაზე მოელაპარაკა, უილიამსთან ჩხუბის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაგრამ ახლა ბრძოლის თარიღი დაზუსტებულია.

უილიასთან შეხვედრის ადგილი დადგენილი არ

არის, ნილსენთან ჩხუბისთვის კი ჰოლიფილდი დანიაში ჩასვლას აპირებს.

ევანდერმა ბოლო 10 წლის განმავლობაში 13 ბრძოლა გამართა - აქედან ექვსი მოიგო, ექვსჯერ დამარცხდა და ერთი ფრედ დასრულდა. ბოლოს ის რინგზე 2010 წლის აპრილში გავიდა და ნოკაუტით დაამარცხა სამხრეთაფრიკელი ფრანსუა ბოთა. რაც შეეხება უილიამსს, 2009 წლის ოქტომბერში მან სირიელ მანუელ ჩარუსთან წააგო და მას შემდეგ რინგზე აღარ გასულა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული