ვლადიმირ კლიჩკო მამა გახდა

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო მამა გახდა. მისმა მეუღლემ, ჰოლივუდის მსახიობმა ჰაიდენ პენეტიერიმ გოგონა გააჩინა.

პირველმა ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია ვლადიმირის უფროსმა ძმამ, მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ვიტალიმ აცნობა.

"სულ ახლახან, პირველად გავხდი ბიძა", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" უფროსმა კლიჩკომ.

* * *
ამასობაში, ვლადიმირ კლიჩკოს მენეჯერმა ბერნდ ბენტემ დაადასტურა, რომ თუ არ მოხერხდება ამერიკელ ბრაიანტ ჯენინგსთან ბრძოლის ორგანიზება, უკრაინელის მეტოქე, შესაძლოა, სკანდალურად ცნობილი შენონ ბრიგსი გახდეს. ეს ბრძოლა, სავარაუდოდ, ნიუ იორკში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა არაერთხელ გამოიწვია ბრძოლაში
უმცროსი კლიჩკო, თან ამას პროვოკაციულ სტილში აკეთებდა: ერთხელ რესტორანში შეიჭრა, სადაც ვლადიმირი სადილობდა და მისი თეფშიდან ჭამა დაიწყო, რის შემდეგაც დაცვამ გააშველა სპორტსმენები. მოგვიანებით, ბრიგსმა წყალში ჩააგდო უკრაინელი, რომელიც დაფით ტბაზე ცურავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული