ტელეარხ HBO-ის ბოსი როს გრინბურგი არ აპირებს ფულის დახარჯვას უკრაინელი მოკრივეების - ვლადიმერ და ვიტალი კლიჩკოების ბრძოლების ტრანსლირებაზე.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას გრინბურგმა უარი თქვა სუპერმძიმე წონაში WBO-სა და IBF-ის ჩემპიონის ვლადიმერ კლიჩკოსა და რუსი ალექსანდრ პოვეტკინის ბრძოლის უფლებების შეძენაზე. ეს ჩხუბი 18 სექტემბერისთვის არის დანიშნული. გარდა ამისა, HBO ოქტომბერში არც WBC-ის ჩემპიონის - ვიტალი კლიჩკოს ბრძოლის ტრანსლირებას აპირებს. უფროსი კლიჩკოს მორიგი მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
"ვერ ვგრძნობ ამერიკელ გულშემატკივრების მხრიდან კლიჩკოების ბრძოლებისადმი ინტერესს. უფრო მეტიც, მათ საერთოდ არ უნდათ
კლიჩკოების მრჩეველი შელი ფინკელი კატეგორიულად არ ეთანხმება გრინბურგს:
"მისი სიტყვები შეუსაბამობაში მოდის იმ ფაქტთან, რომ კლიჩკოსა და კრის არეოლას ბრძოლას ბოლო წელიწადნახევარში უმაღლესი რეიტინგი ჰქონდა. ასეთივე პოპულარობით სარგებლობდა ატლანტიკ სიტიში ვლადიმერისა და სამუელ პიტერის შეხვედრა".
ფინკელის სიტყვებით, კლიჩკოსთვის უფრო მომგებიანია გერმანიაში ჩხუბი 60 ათასი მაყურებლის თვალწინ, მით უმეტეს, რომ დევიდ ჰეი უარს ამბობს ამერიკაში ჩასვლაზე. მისი აზრით, ის უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს თუ ბრძოლა გერმანიაში ან ლონდონში ჩატარდება.
ამერიკელი პრომოუტერი ბობ არუმი ფილიპინელი მენი პაკიაოს მომავალი ბრძოლის შესახებ ახალ დეტალებზე ლაპარაკობს. მისი თქმით, ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან მოლაპარაკებები ამ კვირას შეწყდება. თუ ამ დრომდე მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ნახევრად საშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონი პაკიაო შემოდგომაზე სხვა მოკრივესთან გამართავს ბრძოლას.
სავარაუდო მეტოქეთა რიცხვში შედიან პირველ საშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონი მიგელ კოტო, რომელიც ფილიპინელმა 2009 წელს დაამარცხა, აგრეთვე მსოფლიოს ექსჩემპიონი ნახევრად საშუალო წონაში - ანტონიო მარგარიტო. თუ ამ უკანასკნელთან ბრძოლის ორგანიზება მოხერხდა, მაშინ მოკრივეებს შორის გათამაშდება WBC-ის ვაკანტური ტიტული პირველ საშუალო წონაში. შესაბამისად, მენი პაკიაო გამარჯვების შემთხვევაში კარიერაში მერვე წონით კატეგორიაში მოიპოვებს საუკეთესო მოკრივის ტიტულს.