კრივში ბრიტანეთის ექსჩემპიონი ველოსიპედით ავარიაში დაიღუპა

AutoSharing Option
კრივში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ჩემპიონი გარი მეისონი ლონდონის სამხრეთ რაიონში, უილინგტონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მეისონი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ფურგონს დაეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სპორტსმენი ადგილზევე გარდაიცვალა. ფურგონის მძღოლი დაკავებულია და მას ბრალი უკვე წაუყენეს.

პროფესიულ რინგზე გარი მეისონმა 38 ბრძოლა გამართა და მხოლოდ ერთხელ, ლენოქს ლუისთან დამარცხდა. მეისონი 1989-91 წლებში დიდი ბრიტანეთის ჩემპიონის ტიტულს ატარებდა. ამჟამად ის 48 წლის იყო.


მომზადებულია sky.com-ს მიხედვით




.



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული