საუკუნის ბრძოლის წინ: მენი პაკიაომ ფლოიდ მეივეზერი "გადაყლაპა"

AutoSharing Option
ფილიპინელმა მოკრივე მენი პაკიაომ ნახატიანი მაისური მოირგო, რომელიც ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან გასამართ "საუკუნის ბრძოლას" უკავშირდება.

მაისურზე გასული საუკუნის 80-90-იანი წლების პოპულარული კომპიუტერული თამაშის პერსონაჟი პეკმენია გამოსახული, რომელიც დოლარს ყლაპავს. ცნობისთვის, "პეკმენი" ფილიპინელი მოკრივის მეტსახელია, მეივეზერის კი - "ფული".

შეგახსენებთ, რომ მეივეზერისა და პაკიაოს ჩხუბი 2 მაისს ლას ვეგასში გაიმართება. ჰონორარის საერთო თანხა 300 მილიონ დოლარს გაუტოლდება. აქედან 60 პროცენტი, ანუ 180 მილიონი მეივეზერს ეკუთვნის, 40 პროცენტი (120 მილიონი) კი პაკიაოსია, რომელიც ამ თანხის დიდ ნაწილს, სავარაუდოდ, ქველმოქმედებას მოახმარს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული