მაიკ ტაისონი ფილმში იჩხუბებს

AutoSharing Option
ლეგენდარული ამერიკელი სუპერმძიმეწონოსანი მაიკ ტაისონი ჰოლივუდის ფილმში მიიწვიეს. "რკინის მაიკი" მონაწილეობას მიიღებს ბრიუს ლის მასწავლების შესახებ ფილმის გადაღებებში.

ლის მასწავლებელი იმ მანი იყო და მის შესახებ ჰოლივუდში მესამე ფილმს იღებენ. სცენარის მიხედვით, ტაისონმა უნდა იჩხუბოს მთავარ გმირთან, რომელსაც დონი იენი ითამაშებს.

ფილმი მოგვითხრობს იმ მანსა და ბრიუს ლის შორის ურთიერთობაზე. მისი გამოსვლა დიდ ეკრანებზე 2016 წლის თებერვალში იგეგმება, გადაღებები კი ამა წლის აპრილში დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული