ჩისორა: კლიჩკოს თვალებიდან ნაპერწკლებს ვაყრევინებ

AutoSharing Option
ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ დერეკ ჩისორამ უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოს, რომელთანაც რინგზე 30 აპრილს წარსდგება, ჟურნალისტთა პირით მუქარა შეუთვალა - თვალებიდან სულ ნაპერწკლებს გაყრევინებო.

ბრიტანელი საკმაოდ დარწმუნებულია თავის ძალებში და აცხადებს, რომ IBF-ისა და WBO-ს ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონ კლიჩკოს ბევრი სუსტი მხარე აქვს და გამორიცხული არაა, ბრძოლა ნოკაუტით პირველსავე რაუნდში დასრულდეს.

27 წლის ჩისორას პროფესიულ რინგზე 14 ბრძოლა გაუმართავს და ყველა მათგანში გაუმარჯვია, მათგან 9 ბრიტანელმა ნოკაუტით დაასრულა. კლიჩკო-უმცროსი 58 ბრძოლას ითვლის. უკრაინელმა 55-ში იმარჯვა (49-ში ნოკაუტით) და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა.


მომზადებულია
Sky Sports-ს მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული