როგორ შეიძლება გახდე WBC-ის ვერსიით ჩემპიონი

AutoSharing Option
გერმანელი მოკრივე სებასტიან ცბიკი უბრძოლველად გახდა 72-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBC-ის ჩემპიონი. ოქტომბერში ის ამ ტიტულის ოფიციალურ პრეტენდენტად გამოაცხადეს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონმა, არგენტინელმა სერხიო მარტინესმა უარი თქვა გერმანელთან ჩხუბზე. ამიტომაც, 18 იანვარს WBC-მა ცბიკი ახალ ჩემპიონად გამოაცხადა.

28 წლის სებასტიანს პროფესიულ რინგზე 30 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს, მათ შორის ათი ნოკაუტით.

რაც შეეხება მარტინესს, ის 2010 წლის აპრილში, ამერიკელი კელი პავლიკის დამარცხების შემდეგ WBC-სა და WBO-ის ვერსიებით გახდა ჩემპიონი. მოგვიანებით, WBO-მ ეს ტიტული ჩამოართვა, რადგან მარტინესმა ამერიკელ პოლ უილიამსთან ბრძოლა გადაწყვიტა.
არგენტინელმა ნოემბერში მოიგო ეს შეხვედრა და WBC-ის ტიტული დაიცვა.

აუცილებელ პრეტენდენტ ცბიკთან შეხვედრაზე მარტინესმა უარი განაცხადა და უკრაინელ სერგეი ძინიძირუკთან შეხვედრა გადაწყვიტა. ეს ბრძოლა 12 მარტს გაიმართება.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული