კრივის მოყვარულთა იმედები არ გაამართლა გასული უიქ ენდის მთავარმა საკრივო ორთაბრძოლამ. ამერიკის ქალაქ უაით სულფურ-სპრინგში ერთმანეთს ხვდებოდნენ სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი, 48 წლის ევანდერ ჰოლიფილდი და 39 წლის შერმან უილიამსი.
ყველაფერი მეორე რაუნდში დასრულდა ისე, რომ გამარჯვებულიც არ გამოვლინდა. საქმე ისაა, რომ რაუნდის ბოლოს მოკრივეები თავებით შეეჯახნენ ერთმანეთს, რის გამოც ჰოლიფილდს ჭრილობიდან ძლიერი სისხლისდენა დაეწყო და შეხვედრის გაგრძელება ვერ მოახერხა. წესების თანახმად, მსაჯებმა ბრძოლა არშემდგარად გამოაცხადეს.
აღვნიშნავთ, რომ ევანდერისთვის ეს იყო ერთგვარი გასახურებელი ბრძოლა - უკვე 5 მარტს
"ეს ჩემი პირადი წარუმატებლობაა. ძალიან მონდომებით ვემზადებოდი ამ ბრძოლისთვის და მისგან ვერაფერი მივიღე. არადა, შემეძლო ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება. ევანდერს თავი გავუტეხე, თუმცა მას უდიდეს პატივს ვცემ, - განაცხადა ბრძოლის შემდეგ უილიამსმა. - ოდესღაც ჰოლიფილდის გულშემატკივარი ვიყავი. ის თითქმის 50 წლისაა, მაგრამ დღემდე მზად არის რინგზე გასასვლელად. აღფრთოვანებულია ასეთი ფორმით, მაგრამ ახალგაზრდა მოკრივეების დრო მოვიდა და ევანდერმა არ უნდა ითმინოს ჩვენი დარტყმები. აშკარა იყო, რომ მე უკეთესად გამოვიყურებოდი. ამ ბრძოლით შეიძლებოდა დასრულებულიყო ჩვენი ისტორია, მაგრამ თუ მას განმეორებითი შეხვედრა უნდა, შეიძლება ამის ორგანიზება."
უფრო მოკლე კომენტარი ჰქონდა ჰოლიფილდს: "მან ეს შეგნებულად გააკეთა. თავი დახარა და ისე დამარტყა. არ ვიცი იქნება თუ არა განმეორებითი ბრძოლა, თუმცა შემიძლია შერმანს რევანშის შანსი მივცე."
.