მენი პაკიაო წლის საუკეთესო მოკრივე ვერ გახდა

AutoSharing Option
ფილიპინელმა მოკრივემ მენი პაკიოამ 2010 წლის საუკეთესო მოკრივის გამოსავლენი არჩევნები წააგო, რომელიც კრივზე მწერალმა ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალისტთა ასოციაციამ ჩაატარა (BWAA). გამოკითხვის შედეგად გასული წლის საუკეთესო მოკრივე არგენტინელი სერხიო მარტინესი გახდა, პაკიაომ კი მეორე ადგილი დაიკავა.

35 წლის მარტინესმა, რომელიც 72.6 კილოგრამ კატეგორიაში გამოდის, 2010 წელს ორი ბრძოლა გამართა. აპრილში მან ამერიკელი კელი პავლიკი დაამარცხა და WBC-ის და WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ნოემბერში მარტინესმა WBC-ის ტიტული დაიცვა (WBO-ს ტიტული ჩამოართვეს), ამერიკელი პოლ უილიამსი მეორე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო. გასულ კვირას
მარტინესს WBC-ის რეგულარული ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს, რადგან მან აუცილებელ პრეტენდენტთან სებასტიან ცბიკთან ბრძოლაზე უარი თქვა. ტიტული ცბიკს გადაეცა, მარტინესი კი "საპატიო ჩემპიონად" (Champion emeritus) გამოაცხადეს.

რაც შეეხება პაკიაოს, მან 2010 წლის მარტში განელი ჯოშუა კლოტი დაამარცხა, ნოემბერში კი მექსიკელი ანტონიო მარგარიტო დაჯაბნა. მარგარიტოს დამარცხებით პაკიაომ 69.9 კილოგრამ კატეგორიაში WBC-ის ტიტული მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა მერვე წონით კატეგორიაში.

2010 წლის საუკეთესო მწვრთნელად BWAA-მ ფრედი როუჩი მიიჩნია, რომელიც პაკიაოს წვრთნის. საუკეთესო ბრძოლად ბრიტანელი ამირ ხანის და მარკოს მაიდანის დაპირისპირება დასახელდა, რომელიც ხანიმ ქულებით მოიგო.


მომზადებულია boxingscene.com-ის მიხედვით

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული