44 წლის მსოფლიოს ყოფილ აბსოლუტურ ჩემპიონს კრივში და მის მეუღლეს ლაკიე სპაისერს ბიჭი შეეძინათ. ცოლ-ქმარს, რომელიც უკვე 10 წელია ერთად ცხოვრობს, ჯერჯერობით ბავშვისთვის სახელი არ დაურქმევიათ.
2009 წლის მაისის ბოლოს ტაისონმა უბედური შემთხვევის გამო ერთ-ერთი ქალიშვილი დაკარგა. გარდაცვლილი გოგონას დედა ტაისონის ერთ-ერთი საყვარელი იყო, რომელზეც ოფიციალურად დაქორწინებული არ ყოფილა. ტრაგიკული შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ მაიკი და ლაკიე დაქორწინდნენ. ტაისონისთვის ეს მესამე ოფიციალური ქორწინებაა.
მომზადებულია radaronline.com-ის მიხედვით
.