"ბევრმა სპორტსმენმა კარიერის დასრულების ოპტიმალური მომენტი გაუშვა. ჩემს შემთხვევაში ასე არ უნდა მოხდეს", - განაცხადა უფროსმა კლიჩკომ. ჩემი მწვრთნელი ფრიც სდუნეკი ხანდახან წუხს ამ თემის გამო. თავს 25 წლისად ვგრძნობ. თუმცა ქაღალდზე ბაბუა მოკრივე ვარ. ეს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია."
კითხვაზე წავა თუ არა ის რინგიდან უკვე 2011 წელს, კლიჩკო-უფროსმა განაცხადა: "
შეეხო რა თავის უახლოეს დაპირისპირებას, რომელიც 19 მარტს კიოლნში კუბელ ოდლანერ სოლისთან შედგება, კლიჩკომ თავისი მეტოქის პრომოუტერი, თურქი ახმეტ ონერი გააკრიტიკა, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენციაზე ამტკიცებდა, რომ მისი შეგირდი ბოლოსდაბოლოს, "მსოფლიოს ძმები კლიჩკოებისგან გაათავისუფლებს". "ის მართალი არაა. ეს მე გავათავისუფლებ მსოფლიოს ბატონი ონერისგან და ამას სიამოვნებით გავაკეთებ", - პირობა დადო კრივის მსოფლიო საბჭოს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა.
კლიჩკო უფროსის აზრით, მის მომავალ მეტოქეს პროფესიონალურ კრივში არასაკმარისი გამოცდილება აქვს. მიუხედავად ამისა, სოლისი და მისი გარემოცვა მოსაგებად არიან განწყობილნი. "კლიჩკო დიდი მოკრივეა. თუმცა სოლისი კარგი მებრძოლი და გამარჯვებულია. 19 მარტს მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება", - განაცხადა კუბელი პრეტენდენტის მწვრთნელმა პედრო ლუის დიასმა.
მომზადებულია Bild-ის მიხედვით
.