ვიტალი ორის მერე წავა

AutoSharing Option

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებამდე "სულ რაღაც ორი ბრძოლა დარჩა". უფროსი კლიჩკოს აზრით, ბევრ სპორტსმენს გამოეპარა დიდი სპორტიდან წასვლის მომენტი და შემდეგ პრობლემები შეექმნა. ამიტომაც ვიტალი არ აპირებს მათი შეცდომების გამეორებას. უკრაინელი ჩემპიონი 19 ივლისს 40 წლის გახდება.

კლიჩკომ აღიარა, რომ ახალგაზრდად გრძნობს თავს, მაგრამ ფორმალურად ის შეიძლება "კრივის ბაბუად" მივიჩნიოთ. ვიტალის თქმით, ასეთ ასაკში ყოველ ბრძოლას თან ახლავს რისკი, ამიტომაც მან რეალურად უნდა შეაფასოს თავისი ძალები და კარიერის დასრულებაზე იფიქროს.

19 მარტს უკრაინელი WBC-ის

ტიტულს დაიცავს კუბელ ოდლანიერ სოლისთან ბრძოლაში. კლიჩკომ მომავალ მეტოქეს ძლიერი მოწინააღმდეგე უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში იოლი გასეირნება არ ელის. სოლისს პროფესიულ რინგზე 17 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველაში გამარჯვებული გამოვიდა.

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული