შეხვედრა სენსაციურად IBF, IBO, WBO და WBA საჩემპიონო ქამრების მფლობელის ვლადიმირ კლიჩკოს მარცხით დასრულდა.
ფიურიმ მეტოქეს ქულებით აჯობა: 115:112, 115:112, 116:111.
ორთაბრძოლა უკრაინელისთვის ძალიან რთული და დაძაბული გამოდგა. პირველივე რაუნდებიდან ფიური პროვოცირებდა კლიჩკოს აქტიური ქმედებებისკენ.
კლიჩკო მცირე რაოდენობის დარტყმებს ანხორციელებდა და ისინი ძირითად ან არაზუსტი ან იმდენად ძლიერი არ ყოფილა.
ფიურიმ კი ბრძოლისთვის სწორი ტაქტიკა აირჩია და პრაქტიკულად დარტყმებს არ
რეალურად თუ ვიმსჯელეთ კლიჩკომ მხოლოდ ბოლო რაუნდი მოიგო, როცა მეტოქეზე აქტიური იყო.
საბოლოოდ მსაჯებმა ერთხმად გამარჯვება ფიურის მისცეს.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ კლიჩკოსთვის ეს პირველი მარცხია ბოლო 11 წლის განმავლობაში. ბოლოს კლიჩკო 2004 წლის აპრილში დამარცხდა. მაშინ უკრაინელი WBO-ს საჩემპიონო ქამრის ორთაბრძოლაში ამერიკელ ლაიმონ ბრიუსტერთან დამარცხდა.