კლიჩკოს მძლეველი მსოფლიოს ჩემპიონი ჰომოფობი ყოფილა

AutoSharing Option
სერიოზული პრობლემები შეექმნა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ახალ ჩემპიონს, უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოს მძლეველ ტაისონ ფიურის.

რამდენიმე დღის წინ, BBC-მ ბრიტანელი მოკრივე იმ 12 სპორტსმენს შორის შეიყვანა, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ "წლის პერსონის" ჯილდოზე. ამ ამბის გამოცხადების შემდეგ, ვებგვერდზე change.org გაჩნდა ონლაინ-პეტიცია მოთხოვნით - ჩამოერთვას ტაისონს ნომინაცია, თავად მოკრივე კი ჰომოფობად გამოცხადდეს. ამ მომენტისთვის, პეტიციას ხელი მოაწერა 37 ათასმა ადამიანმა.

პუბლიკის აღშფოთება გამოიწვია Daily Mail-ში ფიურის ინტერვიუმ, რომელიც კლიჩკოსთან ბრძოლის წინ ჩაიწერა. კერძოდ, მოკრივემ ასეთი რამ თქვა: "არსებობს მხოლოდ სამი რამ, რაც უნდა
გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეშმაკი ჩვენს სახლში მოვიდეს. დავაკანონოთ ჰომოსექსუალიზმი, აბორტები და პედოფილია.

რა თქმა უნდა, ჩემი სიტყვები პედოფოლიაზე ძალიან სასტიკად ჟღერს, მაგრამ მე რომ 50-იან წლებში ჰომოსექსუალიზმისა და აბორტების ლეგალიზაციაზე მეთქვა, ნამდვილ გიჟად შემრაცხავდნენ".

ფიურის გარდა, BBC-ის ჯილდოზე წარდგენილნი არიან: ლიზი არმისტედი (ველოსპორტი), ლიუსი ბრონზი (ფეხბურთი), ჯესიკა ენის-ჰილი (მძლეოსნობა), მო ფარა (მძლეოსნობა), კრის ფრუმი (ველოსპორტი), ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1), ენდი მარეი (ჩოგბურთი), ადამ პიტი (ცურვა), გრეგ რუზერფორდი (მძლეოსნობა), კევინ სინფილდი (რაგბი) და მაქს უიტლოკი (სპორტული ტანვარჯიში).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგარი კაცი ყოფილა.
alexsandre
01:04 08-12-2015
0
Ufro metad davafase ...
Emre
10:08 07-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული